ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8/39 |
|
2014 წლის 29 სექტემბერი ქ. ფოთი |
|
საბუღალტრო სამსახურის დებულება
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;
ბ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
დ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
ე) სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელმოწერილი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება;
თ) მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის შედგენა და მერისთვის წარდგენა;
ი) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ღირებულებების დაზუსტება, შესყიდვის ფორმის შერჩევა და შერჩეული ფორმის შესაბამისი, დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად);
კ) სატენდერო კომისიის აპარატის, სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებისათვის წინადადებების მომზადება და შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის სამსახურის წარმომადგენელთაგან, სატენდერო კომისიის აპარატის წევრობის კანდიდატურების წარდგენა; აპარატის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია;
ლ) მის კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების კონტროლი;
მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა. არქივის წარმოება. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებების აქტების რეგისტრაცია;
ნ) თვითმმართველობის ორგანოების, სამსახურების საბუღალტრო მომსახურება;
ო) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკრებულოს, მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილის, სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და მერისთვის წარდგენა. სამსახურის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
ბ)ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
ე) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;
ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;
ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;
ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.09.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8/39. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.111.016229.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.12.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №8/39, 29.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2523220/