წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2014 წლის 30 სექტემბერი ქ. წალენჯიხა |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საკართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.104.016115, თარიღი 05/03/2013).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, მოეთხოვება:
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომინიკაციის უნარი;
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel ) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 2
საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის, გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თანამდებობაზე სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის უნარები, საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3
საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის თანაშემწეების, გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, სავალდებულოა ბაკალავის ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
(გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე უპირატესობა მიენიჭოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირს).
მუხლი 4
უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ერთი წლის მუშაობის სტაჟი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.