ECHO30 ენტეროვირუსით გამოწვეული ვირუსული მენინგიტის ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 19.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1724
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017731
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ECHO30 ენტეროვირუსით გამოწვეული ვირუსული მენინგიტის ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.hps {}
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება
№1724
2014 წლის 1
9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ECHO30 ენტეროვირუსით გამოწვეული ვირუსული მენინგიტის ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით
გასატარებელ ღონისძიებათა
შესახებ
1. ECHO30 ენტეროვირუსით გამოწვეული
ვირუსული მენინგიტის ეპიდაფეთქების კონტროლის
მიზნით,
განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა.ა) 2014 წლის 30 ნოემბრამდე ასეპტიკური მენინგიტის შემთხვევის მართვის სტანდარტიზებული პროტოკოლის მომზადება და დანერგვა;
ა.ბ) ასეპტიკურ მენინგიტებსა და ენტეროვირუსებზე ზედამხედველობის გაძლიერება, ასეპტიკური მენინგიტის შემთხვევების კვლევა, შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების და კვლევის პროტოკოლის გამოყენებით, ახალი შემთხვევების ლაბორატორიული ტესტირება;
ა.გ) 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ სისტემაში ასეპტიკური მენინგიტის თითოეულ შემთხვევაზე მონაცემების შეტანა-დამუშავება, აფეთქების დეტალური ანალიზი, მისი ეპიდემიოლოგიისა და ვირუსოლოგიის უკეთესი შესწავლისათვის და მიმდინარე აფეთქების დროს მიღებული გამოცდილების სამედიცინო პერსონალისათვის გაზიარების მიზნით;
ა.დ) 2014 წლის 31 დეკემბრამდე რუტინული ზედამხედველობის პარამეტრების და მოთხოვნების განსასაზღვრად, მენინგიტებზე არსებული ზედამხედველობის სისტემის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების ასახვა გადამდებ დაავადებებზე ზედამხედველობის ნორმატიულ დოკუმენტში;
ა.ე) 2014 წლის 15 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებების სანიტარიული მდგომარეობის შესაფასებელი სტანდარტული მეთოდოლოგიის შემუშავება
;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სათანადო ჰიგიენური პირობების მინიმალური სტანდარტების არსებობა (ხელების დაბანისათვის წყლით და საპნით ფუნქციური ადგილები და საპირფარეშოებში ადეკვატური ჰიგიენური პირობების არსებობა, ხელსაბანებისა და საპირფარეშოების ნორმებთან შესაბამისი ოდენობა);
ბ.ბ) 2014 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობისათვის ინფორმაციის წარდგენა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2014 წლის ბოლომდე გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
გ.ა)უზრუნველყოს მოსახლეობისათვის (მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის) მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
გ.ბ) 2014 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინოს აღნიშნულ დაწესებულებებში სასმელი წყლის მონიტორინგის შედეგები და არსებული პრობლემების გათვალისწინებით მოამზადოს წინადადებები მისი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2014 წლის ბოლომდე გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
;
დ
) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 15 ოქტომბრამდე
, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოში ნახმარი და რეკრეაციული წყლების გაუვნებლობის მდგომარეობის თაობაზე და არსებული პრობლემების გათვალისწინებით
, მოამზადოს წინადადებები მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით
, 2014 წლის ბოლომდე გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
;
ე)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში შესაბამისი სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის კოორდინაცია.
2. ეთხოვოთ ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
ა) 2014 წლის 30 ნოემბრამდე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი ასაკის ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების თაობაზე და არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
;
ბ) უზრუნველყონ:
ბ.ა) სკოლამდელი ასაკის ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებებში სათანადო ჰიგიენური პირობების მინიმალური სტანდარტების არსებობა (ხელების დაბანისათვის
, წყლით და საპნით ფუნქციური ადგილები და საპირფარეშოებში ადეკვატური ჰიგიენური პირობების არსებობა, ხელსაბანებისა და საპირფარეშოების ნორმებთან შესაბამისი ოდენობა);
ბ.ბ) ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მეშვეობით, შეფასების სტანდარტული მეთოდოლოგიის საშუალებით, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებების ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, ასევე
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა
და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა
, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფონ მოსახლეობაში საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ასეპტიკური მენინგიტებისა და ენტეროვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ზომების შესახებ.
4
. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ განკარგულებით განსაზღვრული,
საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი ღონისძიებების გეგმები შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დაწესებულებებისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით და ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებულ ასიგნებებთან და საორიენტაციო ზღვრულ მოცულობებთან.
5
. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ღონისძიებების გეგმების დაფინანსება უნდა განხორციელდეს შესაბამისი წლის ბიუჯეტების ფარგლებში, საკუთარი შემოსავლების არსებული პროგნოზების გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი
ი. ღარიბაშვილი