„ტექნიკური რეგლამენტების - „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ და „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№581
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.018201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №581

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტების - „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ და „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების - „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „ქობულეთის  დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“,  „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“  და  „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ (დანართი №6) მე-8  მუხლის  მე-2 პუნქტის:

1.  „ვ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა, მათ შორის, სათხილამურო ტრასის, ამ ტრასისათვის საჭირო საბაგირო გზის და ხელოვნურად დათოვლიანების მილების მოწყობისა, რომელთა საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებია:

 ვ.ა) საბაგირო ანძის სიმაღლე - არაუმეტეს 23 მეტრისა, ხოლო ანძის სადგამის სიგრძე - არაუმეტეს 5,5 მ-სა და სიგანე - არაუმეტეს 4,5 მ-სა;

 ვ.ბ) ზედა მოსაბრუნებელი სადგურის სიმაღლე - არაუმეტეს 4,5 მეტრისა, ხოლო სადგამის სიგრძე - არაუმეტეს 10,5 მ-სა და სიგანე - არაუმეტეს 8,5 მ-სა;“.

2.   „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის, ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვის, საფუტკრეების მოწყობის, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“,  „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი