ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.117.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სასტუმროები |
| 2 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები |
| 3 | სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 4 | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 5 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები აფთიაქი |
| 6 | შერეული საქონლის მაღაზიები |
| 7 | ბაზრობები |
| 8 | ბენზოგასამართი სადგურები |
| 9 | ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები |
| 10 | აბანოები |
| 11 | სადალაქოები, სილამაზის სალონები |
| 12 | შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურ. ობიექტები |
| 13 | რესტორნები, სასადილოები, კაფეები |
| 14 | საცხობები |
| 15 | საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამბროლაური მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვისა და გაუვნებლობის მომსახურეობისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება–ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)
1
სასტუმროები
ერთი საწოლი
1.72
1.00
2
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
საერთო ფართის 1მ2
0.16
0.09
3
სტომატოლოგიური კაბინეტები
საერთო ფართის 1მ2
0.26
0.15
4
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სავაჭრო ფართის 1მ2
0.76
0.35
5
სამრეწველო საქონლის მაღაზიები აფთიაქი
სავაჭრო ფართის 1მ2
0.25
0.14
6
შერეული საქონლის მაღაზიები
სავაჭრო ფართის 1მ2
0.50
0.24
7
ბაზრობები
საერთო ფართის 1მ2
0.21
ყოველდღიურად 0.12
8
ბენზოგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1მ2
0.08
0.05
9
ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები
ღია საერთო ფართის 1მ2
0.02
0.01
დახურული საერთო ფართის 1მ2
0.14
0.08
10
აბანოები
საერთო ფართის 1მ2
0.18
0.1
11
სადალაქოები, სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1მ2
0.35
0.20
12
შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურ. ობიექტები
საერთო ფართის 1მ2
0.25
0.14
13
რესტორნები, სასადილოები, კაფეები
ერთი დასაჯდომი ადგილი
2.4
1.4
14
საცხობები
სამუშაო ფართის 1მ2
0.26
0.15
15
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
საერთო ფართის 1მ2
0.008
0.004
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება
მ=გXრ
მ – ერთი თვის მოსაკრებელი
გ – მოსაკრებლის განაკვეთი
რ – ზომის ერთეული ფაქტობრივი რაოდენობა
შენიშვნა: 1მ 3 ნაგავის გატანის საშუალო ღირებულება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეადგენს 7 ლარს
.
დანართი №2
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ და „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ იურიდიულ პირთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1.
ინსტრუქცია აწესრიგებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება–მოვალეობებს.
2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.
3.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
4.
დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1.
მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურეობის ორგანიზებასა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.
2.
მოსაკრებელი გაიანგარიშება დაგროვების ნორმის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული შესაბამისი ფართის, ადგილის მიხედვით.
3.
გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.
4.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
5.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
1.
გადამხდელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისათვის.
2.
ნარჩენის წარმომქმნელ იურიდიულ პირს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შეუწყდება იმ თვის დასრულებასთან ერთად, რომელ თვეშიც მან შეწყვიტა ნარჩენების წარმოქმნა.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბმის ანგარიშზე საბნკო ანგარიშსწორების საშუალებით ან/და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად ხელშეკრულება გაფორმებული იურიდიული პირის მიერ დადგენილი წესით.
2.
მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 25 დღის განმავლობაში.
3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.