ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის

მიღების თარიღი 12.09.2014
ძალაში შესვლა 12.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1975
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2014
matsne.gov.ge 243 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2014 მიღება
12.09.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 16.02.2019 ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 04.10.2016 საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 18.02.2015 ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 20.05.2016 „საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმის ხელმოწერის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 10.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საქართველო და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ იორკში 2014 წლის ­­­12 სექტემბერს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.  საქართველოს სახელით                                            სან ტომე და პრინსიპის                                                                                                                დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით     მისი აღმატებულება,                                                 მისი აღმატებულება, ბატონი კარლოს                                                                             ბატონი კახა იმნაძე ელჩი,                                         ფილომენო აგოსტინიო დას ნევისი მუდმივი წარმომადგენელი                                        ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი