ოქმი საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2014
ძალაში შესვლა 25.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1960
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2014
matsne.gov.ge 202 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2014 მიღება
25.09.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 18.02.2015 ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 79% 04.10.2016 ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 79% 22.03.2018 საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 79% 27.01.2015 ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 79% 20.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველო და ბენინის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეები“, გამოთქვამენ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების სურვილს, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები გამოთქვამენ რწმენას, რომ მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე ქვეყნის ინტერესებს. ეს ურთიერთობები არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და ისინი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას. მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში ჩამოყალიბებული მიზნებითა და პრიცნიპებით, როგორიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა,  სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობა, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიანთ დიპლომატიურ ურთიერთობებს დააფუძნებენ  „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციასა და „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციაზე. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე. ხელმოწერილია სამ იდენტურ ეგზემპლარად, ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.                                                                                                        ნიუ-იორკი, 2014 წლის 25 სექტემბერი საქართველოს სახელით                                                               ბენინის რესპუბლიკის სახელით მისი აღმატებულება ქალბატონი                                          მისი აღმატებულება მაია ფანჯიკიძე                                                                      ბატონი ჟან-ფრანსის რეჟი ზინსუ საგარეო საქმეთა მინისტრი                                                          ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი