ოქმი საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
გამოთქვამენ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების სურვილს,
იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები გამოთქვამენ რწმენას, რომ მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე ქვეყნის ინტერესებს.
ეს ურთიერთობები არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და ისინი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას.
მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში ჩამოყალიბებული მიზნებითა და პრიცნიპებით, როგორიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობა, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიანთ დიპლომატიურ ურთიერთობებს დააფუძნებენ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციასა და „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციაზე.
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
ხელმოწერილია სამ იდენტურ ეგზემპლარად, ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
ნიუ-იორკი, 2014 წლის 25 სექტემბერი
საქართველოს სახელით ბენინის რესპუბლიკის სახელით
მისი აღმატებულება ქალბატონი მისი აღმატებულება
მაია ფანჯიკიძე ბატონი ჟან-ფრანსის რეჟი ზინსუ
საგარეო საქმეთა მინისტრი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი