ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.10.2014
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016152
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ¹ | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტექნიკური რეგლამენტის – ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ დამტკიცების თაობაზე „ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის - ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვლის №3 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით
სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2014 წლის 3 ოქტომბერი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით
სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესი (ინსტრუქცია), თანახმად დანართი №1-სა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე
დანართი №1
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საწვავით
სარგებლობის წესი (ინსტრუქცია)
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი (ინსტრუქცია) განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ტალონი - საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის მიერ;
2. პლასტიკური ბარათი - საწვავის (ბენზინის/დიზელის) სპეციალიზებული ელექტრონული ბარათი, რომელიც დამზადებულია საწვავის მომწოდებელი კომპანიის მიერ;
3. ორგანიზაცია - ხულოს მუნიციპალიტეტის - საკრებულო და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა;
4. ლიმიტი - ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
საწვავის (ბენზინის/დიზელის) გაცემა
1. პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტის ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა, ხორციელდება მხოლოდ ორგანიზაციის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობისა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პირებზე.
2. სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მოსამსახურისათვის გასაცემი საწვავის ოდენობა გაანგარიშებულ იქნეს ორგანიზაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ 100 კმ-ზე საწვავის წვის ნორმების, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ცალკეული მიმართულებით ადმინისტრაციულ ერთეულამდე მანძილისა და ამ მიმართულებით მივლინებაში ყოფნის დადგენილი დღიური ლიმიტის მიხედვით, 5 ლიტრამდე განულებით.
3. საწვავის ტალონის გაცემა წინასწარ ხორციელდება ორგანიზაციის იმ მოსამსა-ხურეთათვის, რომლებიც სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმყოფებიან სამსახურებრივ მივლინებაში.
4. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლას-ტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.
5. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-ს. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს.
მუხლი 4🔗.
საწვავის (ბენზინის/დიზელის) ჩამოწერა
ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებზე გაცემული საწვავის (მათ შორის, ყოველთვიურ ლიმიტს ზევით) ჩამოწერა და ფაქტობრივ ხარჯებში ასახვა განხორციელდეს გაცემის შემდეგი უწყისების (ფორმა-1 და ფორმა-2) საფუძველზე.
ფორმა-1
ელექტრონული საწვავის გაცემის უწყისი
«-----------------------» 20 წელი
¹
თანამდებობა
ბარათის #
დარიცხვის თარიღი
საწვავის სახე
ოდენობა
(ლიტრი)
შენიშვნა
1
2
3
. . .
სულ ჯამი
X
X
X
X
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი
სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - . (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
ფორმა ¹ს-2
საწვავის ტალონის გაცემის უწყისი
«-----------------------» 20 წელი
¹
თანამდებობა
საწვავის სახე
ოდენობა
(ლიტრი)
ხელწერა
1
2
3
. . .
სულ ჯამი
X
X
ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი
სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - . (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)