საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.11.2014
გამომცემი ორგანო N
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010340000.41.046.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,018 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
N ინფორმაციის დასახელება
1.1. სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
1.2. სააგენტოს და მისი სტურქტურული ქვედანაყოფების მარეგულირებელი სამართებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი
1.3. სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
1.4. სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
1.5. სააგენტოს თავმჯდომარისა და მოადგილეების შესახებ ინფორმაცია: - სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
2.1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობდა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომერი
2.2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
2.3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ნიმუში და შევსების ინსტრუქცია (არსებობის შემთხვევაში).
2.4. ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
2.5. სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
3.1. სააგენტოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
3.2. ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სააგენტოში კონკურსის ჩატარების წესებს.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 97% 24.03.2025 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.03.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 18.06.2024 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 29.08.2016 მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 07.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №15 2014 წლის 20 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1.  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი  (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში „ნუსხა“). 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. 3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფზე (მათ შორის რეგიონალურ წარმომადგენლობებზე). მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის დანართი N1-ით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე - www.competition.ge. 2. ამ წესის მე-5 მუხლით  გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 3. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება სააგენტოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს). მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებები ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება დანართი N1-ით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის  15 აპრილიდან. დანართი N1 პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა N             ინფორმაციის დასახელება             განახლების ვადები ზოგადი ინფორმაცია სააგენტოს  შესახებ 1.1. სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა    განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2. სააგენტოს და მისი სტურქტურული ქვედანაყოფების მარეგულირებელი სამართებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი განახლებადია ცვალილების შემთხვევაში 1.3. სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 1.4. სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში 1.5. სააგენტოს თავმჯდომარისა და მოადგილეების შესახებ ინფორმაცია: - სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6. სააგენტოსა და მისი რეგიონული წარმომადგენლების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის/საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობდა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ნიმუში და შევსების ინსტრუქცია (არსებობის შემთხვევაში). განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.4. ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.5. სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება ყოველკვარტალურად ინფორმაცია სააგენტოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1. სააგენტოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2. ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სააგენტოში კონკურსის ჩატარების წესებს. განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3. სააგენტოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში. ქვეყნდება კვარტალურად  ინფორმაცია  სააგენტოს  განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ 4.1. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება ყოველკვარტალურად 4.2. სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით. ქვეყნდება ყოველკვარტალურად 4.3. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად 4.4. რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად ინფორმაცია სააგენტოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 5.1. სააგენტოს მიერ დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად 5.2. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად 5.3. ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად 5.4. ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალკ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების შესახებ) ქვეყნდება კვარტალურად 5.5. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელების მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად 5.6. ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ქვეყნდება ყოველწლიურად 5.7. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია (ჯამურად) ქვეყნდება ყოველწლიურად 5.8 სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად 5.9. ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10. უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ სააგენტოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებები (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია. ქვეყნდება ყოველწლიურად 5.11. ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა ქვეყნდება კვარტალურად 5.12. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სააგენტოსთავის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება  კვარტალურად 5.13. სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში. სამართლებრივი აქტები 6.1. ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სააგენტოს საქმიანობასთან ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში. 6.2. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც, სააგენტოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში. სხვა საჯარო ინფორმაცია 7.1. სააგენტოს სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 7.2. ინფორმაცია იმ მოსაკრებლის, ტარიფისა და საფასურების შესახებ, რომლებიც  დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება სააგენტოს მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 7.3. სააგენტოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში შენიშვნა: 1. წესის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ პირებს.  2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3.  წესით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, სააგენტოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან. 4. თუ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.