საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №15 |
|
2014 წლის 20 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო“) ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფზე (მათ შორის რეგიონალურ წარმომადგენლობებზე).
2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ და დანართში მოცემულ ინფორმაციასთან ერთად სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
3. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება სააგენტოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
დანართი N1
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა
შენიშვნა: 1. წესის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს. 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. წესით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, სააგენტოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან. 4. თუ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. |
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მუხლი 1. მოქმედების სფერო