ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2014 წლის 6 ოქტომბერი დ. ჩოხატაური |
|
ა) უმაღლეს, საშუალო განათლებას, სამუშაო გამოცდილებას;
ბ)ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებას /დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა/;
გ) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;
ე) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს.
2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების მინიმალური ან ზოგადი ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III, IV, VI თავები);
ე) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ვ) საკრებულოს რეგლამენტი;
ზ) საკრებულოს აპარატის დებულება.
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები.
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები;
2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სამუშოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
3. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
4. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო სპეციალური განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.