წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.10.2014 ძალადაკარგული 02.11.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.155.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

       წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2014 წლის 6 ოქტომბერი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს (დანართის შესაბამისად) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირების) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის – ანაზღაურების ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2
საკრებულოს წევრისთვის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა,  ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა) საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დღემდე;

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს განკარგულების პროექტი.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 ნოემბრის  №29 დადგენილება (ვებგვერდი, 13/11/2012 წ.,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.155.016095) „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი

დანართი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა
 
თანამდებობის დასახელება

ანაზღაურების ოდენობა (ლარი)

ანაზღაურების ზღვრული  ოდენობა (ლარი)

საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის

ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის

საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

1

საკრებულოს წევრი

200

100

მუხლი 1🔗

მუხლი 3🔗