ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1807
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017801
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2014
matsne.gov.ge 1,793 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 06.03.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სეზონური და ფრინველის გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გავრცელების კონტროლისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტის − „ოსელტამივირის“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 02.02.2016 საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 21.03.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 81% 14.03.2022 ა. ბარამიძის და მ. სარჯველაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 21.03.2017

დოკუმენტის ტექსტი

ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1807 2014 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „ ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“ დანართის შესაბამისად. პრემიერ-მინისტრი                                     ი. ღარიბაშვილი ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა     მუხლი 1🔗. დანიშნულება 1. ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების (შემდგომში - ებოლას დაავადება) შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა განსაზღვრავს ებოლას დაავადების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირების ღონისძიებებს და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს. 2. გეგმაში აღწერილი ქმედებები შეიძლება შესრულდეს სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესაბამისად, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ისე მის გარეშე. 3. გეგმა მოიცავს ებოლას დაავადების შემთხვევაზე რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს: დაავადების საფრთხის აღმოჩენა, იდენტიფიკაცია, დადასტურება და შეფასება; ლაბორატორიული ტესტირება; რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შეტყობინება; ეპიდკვლევა/საპასუხო ქმედება; ებოლას დაავადებასთან დაკავშირებული საფრთხის, შედეგების ლიკვიდაცია/შერბილებასა და მდგომარეობიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.     მუხლი 2🔗. მიზანი 1. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს ებოლას დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნა, როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კუთხით. 2. გეგმა განკუთვნილია სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობის წარმართვისთვის და აღწერს აუცილებელ მოსამზადებელ ღონისძიებებს ადრეული რეაგირების კოორდინირებისათვის.     მუხლი 3🔗. ამოცანები 1. ებოლას დაავადებაზე ოპერატიული რეაგირების და მზადყოფნის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანებია: ა) ებოლას დაავადების შემოტანის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეებისათვის შესაბამისად (პროპორციულად) მომზადება; ბ) უცხოეთიდან ებოლას დაავადების საქართველოში შემოტანისა და ადგილობრივი გადაცემის შემთხვევაში, შედეგების აღკვეთის ან საგრძნობლად შემცირებისთვის ზომების მიღება; გ) ებოლას დაავადების ეპიდაფეტქების გავრცელების შეჩერების, შენელების, შეზღუდვის და ანგარიშგების საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად საერთაშორისო ძალისხმევის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია); დ) ეპიდზედამხედველობის და კვლევის ფუნქციების გაძლიერება, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის; ე) ებოლათი დაავადებულთა მკურნალობის და დახმარების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება, ზოგადად მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე; ვ) ებოლას დაავადებით გამოწვეული სიკვდილის შესაძლო შემთხვევებისთვის მზადყოფნა; ზ) დაავადების ცალკეული შემთხვევების პოტენციური სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; თ) საერთაშორისო მასშტაბით ზემოქმედების შეფასება და საერთაშორისო ურთიერთობების სათანადო დონეზე შენარჩუნების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა; ი) საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის და სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.     მუხლი 4🔗. განსაკუთრებული მოსაზრებები და დაშვებები 1. ებოლას ვირუსით ინფიცირებული პირი, დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენამდე გადამდები არ არის. 2. ებოლას ვირუსის გავრცელება ხდება დაავადებული ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო კონტაქტის (სისხლი, შარდი, განავალი, ნერწყვი და სხვა გამონადენი) გზით ან საგნებით (მაგ: დაავადებული ადამიანის შპრიცების გამოყენებით). 3. ებოლა არ ვრცელდება ჰაერით, საკვებით და წყლით. 4. ებოლას ადრეული დიაგნოსტიკა პაციენტისთვის მკურნალობის ჩატარებისა და ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. 5. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეაფასოს ებოლას ვირუსით ინფიცირებაზე ეჭვმიტანილი პაციენტი.     მუხლი 5🔗. ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, შესაბამისი უწყებებების/დაწესებულებების ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), უზრუნველყოფს: ა) შესაბამისი სამსახურების მიერ იდენტიფიცირე­ბული/გამოვ­ლენილი, კვლევას დაქვემდებარებული მგზავრების შეფასების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან (პირველ რიგში, საერთაშორისო აეროპორტებში) მჭიდრო თანამშრომლობას; ბ) ებოლას შემთხვევის გამოვლენის მიზნით, (მ.შ. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა) ჰემორაგიული სინდრომით მიმდინარე შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის გაძლიერებას; გ) შემთხვევათა მართვის დროებითი პროტოკოლის შემუშავებას; დ) ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების მობილიზაციას შემთხვევათა კლინიკური მართვისა და კვლევის მიზნით; ე) შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაუყოვნებლივ ინფორმირებას, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ ამოქმედების მიზნით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უზრუნველყოფს: ა) საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებას და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას; ბ) პაციენტების ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობაში დახმარებას; გ) ებოლას დაავადების კერის იზოლაციას და საკარანტინო ღონისძიებებს; დ) საზოგადოებრივ წესრიგს და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახური, უზრუნველყოფს: ა) საჭიროების შემთხვევაში, იმ მგზავრთა მართვას (მათ შორის, ტრანზიტული), რომლებიც მოემგზავრებიან ებოლათი დასენიანებული ქვეყნებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით და აღენიშნებათ დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება. ამასთან, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას და აღნიშნულის შესახებ ცენტრის ინფორმირებას; ბ) დასენიანებული ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგებას. 4. სსიპ - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, უზრუნველყოფს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ტურისტთა და მოგზაურთა ინფორმირების მიზნით, ებოლას ვირუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ და ამ რისკების მინიმიზირების ღონისძიებებისა და გამომწვევის პოტენციური ზემოქმედების თაობაზე, კერძოდ ვალდებულია: ა) მისცეს რეკომენდაცია მოსახლეობას თავი აარიდონ გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში მოგზაურობას, ხოლო ნიგერიაში მოგზაურებმა მიმართონ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებს; ბ) თუ ებოლას ვირუსული დაავადების ეპიდაფეთქების ზონაში მგზავრობა აუცილებლობას წარმოადგენს, გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: ბ.ა) აუცილებელია დაიცვან პირადი ჰიგიენა, თავი აარიდონ სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტს; ბ.ბ) თავი აარიდონ გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის იმ რიტუალებს, რომლებიც გარდაცვლილის გვამთან შეხებასთანაა დაკავშირებული; ბ.გ) თავი აარიდონ კონტაქტს ცხოველებთან ან უმ ხორცთან; ბ.დ) თავი აარიდონ იმ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტებს, სადაც ებოლას ვირუსული დაავადების მქონე პირებს მკურნალობენ; ბ.ე) დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნებათ ცხელება (38,6​0C და მეტი), ძლიერი ტკივილი კუნთებში, ზოგადი სისუსტე, თავისა და ყელის ინტენსიური ტკივილი; პირღებინება, დიარეა, სხეულზე გამონაყარი. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე შეამცირონ სხვა ადამიანებთან კონტაქტი; ბ.ვ) ეპიდაფეთქების ზონიდან გამოსვლიდან 21 დღეში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ შესაძლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულთა სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ბ.ზ) ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას; ბ.თ) აუცილებელია ექიმს წინასწარ შეატყობინონ თავიანთი სიმპტომებისა და ებოლას ვირუსული დაავადების ეპიდაფეთქების ზონაში მგზავრობის შესახებ. 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უზრუნველყოფს ებოლას დაავადების გავრცელების მქონე ქვეყნებიდან სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას ცენტრისათვის, მათზე შესაბამისი ეპიდზედამხედველობის დაწესების მიზნით.     მუხლი 6🔗. ებოლას შესაძლო შემთხვევის მართვის სტანდარტული ოპერატიული ღონისძიებები 1. ებოლას დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, განისაზღვროს შემთხვევის მართვის ოპერტიული ღონისძიებები, კერძოდ:  შემთხვევათა მართვაზე მზადყოფნის მიზნით:  ა) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ბაზა განისაზღვროს პრიორიტეტული მიღების დაწესებულებად და გამოვლენილი შემთხვევების რეფერალური მკურნალობა განხორციელდეს აღნიშნულ ცენტრში;  ბ) უზრუნველყოფილ იქნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის მედიცინის პერსონალის ტრენინგი, ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებების შემთხვევების შეტყობინების, მართვისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე;  გ) შემთხვევების მართვის მიზნით, გამოყენებულ იქნეს ჯანმო-ს და CDC-ს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. 2. სამედიცინო პერსონალმა უზრუნველყოს: ა) ებოლას შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების მყარი ცოდნა, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე - www.ncdc.ge; ბ) პაციენტების მოგზაურობის ისტორიის დეტალური გამოკითხვა, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში პაციენტის ყოფნა/მგზავრობის ფაქტის დადგენის მიზნით; გ) პაციენტის ებოლათი დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, სწრაფი და მაღალკვალიფიციური რეაგირება (პაციენტის სათანადო იზოლაცია, პაციენტთან კონტაქტისას ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყენება (ერთჯერადი ხელთათმანი, ნიღაბი, დამცავი სათვალე, სითხეგაუმტარი კომბინიზონი ან ხალათი, ჩაჩი, ბახილები სხვ.); დ) ებოლას გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების განუხრელად დაცვა; დასნებოვნებული ადამიანების სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდება, კერძოდ: დ.ა) პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს, სულ მცირე, აუცილებლად უნდა ეკეთოს: ერთჯერადი ხელთათმანი, თვალის დამცავი ფარი ან სათვალე, სამედიცინო ნიღაბი; უნდა ეცვას ქირურგიული ტიპის გრძელი ხალათი ან კომბინიზონი (სითხემედეგი); დ.ბ) სისხლთან, ლორწოსთან, ნარწყევთან ან ფეკალურ მასასთან შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში, დამატებით გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები: ორმაგი ხელთათმანი, ერთჯერადი ბახილები და სითხეგაუმტარი ფეხსაცმელი; დ.გ) სამედიცინო მუშაკი ვალდებულია ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების მორგებამდე და გამოყენების შემდეგ აუცილებლად ჩაიტაროს ხელების ჰიგიენის პროცედურები, მათ შორის ხელთათმანების გახდის შემდეგაც; ე) პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი სამედიცინო საგნები და ინვენტარი, ხოლო, პაციენტის დიაგნოსტირებისთვის/სამკურნალოდ გამოყენებულ აპარატურას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია, მაღალი დონის დეზინფექციისათვის გამოყენებული საშუალებებით; ვ) ლიმიტირებულ იქნეს ნემსის და წვეტიანი იარაღების გამოყენება; მინიმუმამდე შემცირდეს სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან დაკავშირებული პროცედურები, ლაბორატორიული ანალიზები პირველადი დიაგნოსტირებისთვის; ზ) ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უტილიზებულ იქნას ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში; თ) შეიზღუდოს აეროზოლების წარმოქმნადი პროცედურების გამოყენება.  3. გარემოს ინფექციური კონტროლის მიზნით: ა) განხორციელდეს პაციენტის სხეულის სისხლით და გამონაყოფებით (ოფლი, ნარწყევი, ფეკალიები და სხვ.) დაბინძურებული და სავარაუდოდ დაბინძურებული არეალების მაღალი დონის დეზინფექცია; ბ) სამედიცინო მუშაკების ეკიპირება ზემოაღნიშნული ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით; გ) დეზინფექციის განხორციელებისას კლინიკის შიდა რეგულაციებით და/ან მწარმოებლის ანოტაციებით გათვალისწინებული ქმედებების დაცვა:  გ.ა) ავეჯის, აპარატურა/ინვენტარის ზედაპირების დეზინფიცირება;  გ.ბ) პაციენტთან კონტაქტში მყოფი რბილი სამედიცინო საგნების (მათ შორის, პაციენტის ლოგინი, თეთრეული) დეზინფექცია;  გ.გ) საკვები ჭურჭლის დეზინფექცია.     მუხლი 7🔗. სამოქმედო გეგმა ებოლას დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ებოლას დაავადების გამოვლენის შემთხვევაში: ა) ამოქმედდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმა; ბ) სამინისტრომ უზრუნველყოს ებოლას ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების საპასუხო ქმედებების კოორდინაცია და განხორციელება; გ) ებოლას დაავადების საერთაშორისო გავრცელების რისკის მინიმიზაციისთვის, აიკრძალოს ებოლას კონტაქტების ან შემთხვევის საერთაშორისო მგზავრობა, თუ ეს მგზავრობა სათანადო სამედიცინო ევაკუაციის მიზნით არ არის განპირობებული; დ) დაუყოვნებლივ განხორციელდეს ებოლათი დაავადების შესაძლო/სავარაუდო/ დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და პაციენტის მკურნალობა; ე) დაუშვებელია პაციენტის ადგილობრივი და/ან საერთაშორისო გადაადგილება, ებოლას სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტის ორჯერადი უარყოფითი შედეგის მიღებამდე (ტესტები ტარდება მინიმუმ 48 -საათიანი ინტერვალით); ვ) ებოლათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებზე (რომლებსაც არ მიეკუთვნებიან შესაბამისი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით აღჭურვილი სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალი) განხორციელდეს ყოველდღიური მონიტორინგი, ამასთან, შეეზღუდოს მათ ადგილობრივი გადაადგილება და აეკრძალოს საერთაშორისო მგზავრობა ექსპოზიციიდან 21 დღის განმავლობაში; ზ) ებოლათი დაავადებულის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვა განხორციელდეს ტრენირებული და სათანადო ინდივი­დუალური თავდაცვის საშუალებებით აღჭურვილი პერსონალის მიერ ოჯახის წევრების თანდასწრებით, რელიგიური და კულტურული პრაქტიკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, გარდაცვლილის ნეშტთან შეხების გამორიცხვით; თ) აიკრძალოს ებოლას შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევებით გარდაცვლილი ადამიანების ნეშტის საზღვარზე ტრანსპორტირება ბიოუსფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული დებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად განხორციელებამდე და შესაბამისი ნებართვის გაცემამდე; ი) უსაფრთხოების ზომების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და ამ ხანგრძლივობას განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.