საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№411
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №411

2017 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზიდან სოფელ მიტარბის მიმართულებით მიმავალი ადგილობრი ვ ი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დაახლოებით ერთკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები და განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურება.

2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

3. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი