საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1278
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023977
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1278

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრის, დაახლოებით, 800-მეტრიანი სიგრძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება დეპარტამენტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის 31   პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება დეპარტამენტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

4. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

5. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი