ყირიმ -კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქების მართვისა და პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1817
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017811
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1817

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ყირიმ -კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქების მართვისა და პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქების მართვისა და პრევენციის მიზნით, განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა.ა) 2014 წლის 30 ნოემბრამდე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდ აფეთქების მართვაში სამთავრობო სტრუქტურების წარმომად­გენლებისა და სხვა შესაბამისი დაწესებულებების ჩართულობ ა და კოორდინაცია, მათ შორის:

ა.ა.ა) საქართველოს მთავრობის ინფორმირება ყირიმ-კონგოს ჰემორა­გიული ცხელების მიმდინარე ეპიდაფეთქების, ასევე, პრევენციული ღონისძი­ებების დაგეგმვის და ეპიდაფეთქების მართვისათვის საჭირო რესურ­ს­ების შესახებ ;

ა.ა.ბ) არსებული მდგომარეობის შესახებ სხვა შესაბამისი სამინის­ტროების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირება;

ა.ა.გ) ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქების მართვაში დახმარებისათვის საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პარტნიორებისგან მხარდაჭერის მოპოვება;

ა.ბ) 2014-2015 წლებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებასა და ზოგადად, ჰემორაგიულ ცხელებაზე ეპიდზედამხედველობის გაძლიერება, კერძოდ:

ა.ბ.ა) გაგრძელდეს ეპიდზედამხედველობა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე, საეჭვო შემთხვევების კვლევა მოხდეს შემთხვევების განსაზღვრების და კვლევის პროტოკოლის შესაბამისად;

ა.ბ.ბ) გაგრძელდეს საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიული ტესტირება;

ა.ბ.გ) გაგრძელდეს რუტინული ეპიდზედამხედველობა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქების დამთავრების შემდეგაც;

ა.ბ.დ) აქცენტები გაკეთდეს სხვა ჰემორაგიული ცხელების იდენტიფიკაციასა და ლაბორატორიულ ტესტირებაზე;

ა.გ) 2014 წლის 30 დეკემბრამდე ჰემორაგიული ცხელების (მათ შორის, ყირიმ-კონგოს) შემთხვევების მართვა, მათ შორის:

ა.გ.ა)ჰემორაგიული ცხელების (მათ შორის, ყირიმ-კონგოს) შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავება;

ა.გ.ბ) სამედიცინო დაწესებულებების მზაობა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების მატებისას, ჰოსპიტლით უზრუნველყოფისათვის;

ა.გ.გ) შემთხვევათა სწორი რეფერალის უზრუნველყოფა;

ა.დ) 2014-2015 წლებში ეპიდაფეთქების მონაცემების ანალიზი, მათ შორის:

ა.დ.ა) შეტყობინების მიღებისთანავე ინფორმაციის შეტანა დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში (დზეის);

ა.დ.ბ) მონაცემთა შეყვანის თანმიმდევრულად ზოგადი ეპიდემიოლოგიური ანალიზის, ხოლო, დასრულების შემდეგ, დეტალური ანალიზის ჩატარება და ეპიდაფეთქების შეფასება უკვე არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეპიდემიოლოგიის და ვირუსის იდენტიფიცირების გაკვეთილების გათვალისწინებით;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, 2014-2015 წლებში ზოგად პოპულაციაში ადამიანების, დაავადების რეზერვუარების (შინაური ცხოველები) და გადამტანების (ვექტორების) მიმართ სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება (ტკიპიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებით; ცხოველიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებით), მათ შორის:

ბ.ა) დაზარალებულ რაიონებში შინაური ცხოველების აკარიციდებით, ხოლო, მათი სადგომების ინსექტიციდებით (გაზაფხულსა და ზაფხულში) დამუშავება;

ბ.ბ) შინაური ცხოველების საძოვრების ტერიტორიის ინსექტიციდებით დამუშავება.

2. ეთხოვოთ ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მეშვეობით, გააძლიერონ ეპიდზედამხედველობა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე.

3 . საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებ ს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებ ს ეთხოვოთ, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში , უზრუნველყონ მოსახლეობაში საინფორმაციო- საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგო პრევენციული ზომების შესახებ, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დარგობრივმა სამინისტროებმა, თავიანთი კომპეტენციების შესაბამისად, უზრუნველყონ აღნიშნული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში აქტიური ჩართულობა და მისი განხორციელების ხელშეწყობა.

4 . სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებ ებ ის მიერ ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს ამ დაწესებულებებისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით და ქვეყნის ძირითადი მონაცემების ა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებულ ი ასიგნებებ ის ფარგლებში .

5 . ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ღონისძიებების გეგმების დაფინანსება უნდა განხორციელდეს შესაბამისი წლის ბიუჯეტების ფარგლებში, საკუთარი შემოსავლების არსებული პროგნოზების გათვალისწინებით.

პრემიერ-მინისტრი                                         ი . ღარიბაშვი ლი