თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2014
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2014
matsne.gov.ge 1,097 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 03.06.2016 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.09.2016 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 06.10.2014 ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.03.2022 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 09.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №48 2014 წლის 7 ოქტომბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის მე-3  მუხლის მე-15 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის და  მე-17  მუხლის მე-2  პუნქტის  „ო’’ ქვეპუნქტის  და  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ N410 დადგენილების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 შესაბამისად დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი  N1 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1.  ეს წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/ გამგეობაში სტაჟირების გავლის წესს და  პირობებს. 2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პროფესიული გამოცდილების შეძენა  და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებული ტერმინების განმარტება: 1. „სტაჟირება’’ - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება. 2.  „სტაჟიორი’’ - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სტაჟირებას გადის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში. 3.  „კანდიდატი’’ - პირი, რომელიც სტაჟირების შესახებ განაცხადს წარადგენს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ შესაბამის ვებგვერდზე. 4. „სტაჟირების ხელმძღვანელი’’ - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის/გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას. თავი II სტაჟიორის სტატუსი მუხლი 3🔗 1. სტაჟიორად მიიღება: ა) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; გ) სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოთვლის ასეთი წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); დ) პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორი წელი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) საგანმანათლებო დაწესებულებაში გამოთვლის ასეთი წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); ე) პირი, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) საგანმანათლებო დაწესებულებაში გამოთვლის ასეთი წესის არსებობის შემთხვევაში ან საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); 2.  სტაჟიორის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც სტაჟიორი სწავლობს, თანხვედრაში უნდა იყოს საკრებულოსა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების პროფილთან. თავი III სტაჟირების გავლის წესი მუხლი 4🔗 1. სტაჟიორად პირის მიღება ხორციელდება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომლის წარდგენაც ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2.  სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ კანდიდატების განაწილების შემდეგ, სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში/გამგეობაში და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკრებულო/გამგეობა ინფორმაციას აწვდის სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს. 3. რეგისტრაციის გავლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე/გამგებელი განსაზღვრავს სტაჟირების ხელმძღვანელს. 4. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში/გამგეობაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადი - მარტში. 5. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო/გამგეობა შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე ადრე სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას არსებული სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ. 6. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ისა 7. სტაჟირების ვადა  არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები  და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. თავი  I V სტაჟიორის უფლება-მოვალეობები მუხლი 5🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს საკრებულოს/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ)  გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს აპარატის/გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს საკრებულოს თავმჯდომარეს/გამგებელს; ე)    განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი ვალდებულია: ა)   დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს/გამგეობის დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ)    დაიცვას საკრებულოს/გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ)   დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. თავი V თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/გამგეობის უფლება-მოვალეობები სტაჟიორის მიმართ მუხლი 6🔗 1. საკრებულო/გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2.  აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, საკრებულო/გამგეობა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება შეთანხმდებიან სტაჟიორის საკრებულოში/გამგეობაში ყოფნის გრაფიკზე. 3. საკრებულო/გამგეობა ვალდებულია წელიწადში ორჯერ, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით. თავი VI სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები მუხლი 7🔗 1.  სტაჟირების ხელმძღვანელი, საკრებულოს თავმჯდომარის/გამგებლის გადაწყვეტილებით, კოორდინაციას უწევს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს. 2.  სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა. 5.  სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს/გამგებელს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით. თავი VII სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა მუხლი 8🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა)    სტაჟიორის პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში საკრებულოში/გამგეობაში გამოუცხადებლობა; გ)  დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით; დ)  საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს/გამგეობის შინაგანაწესის ან/და საჯარო დაწესებულებასა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევები . 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე/გამგებელი და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში აცნობებს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს. თავი VIII სტაჟირების დასრულება მუხლი 9🔗 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ სტაჟირების შედეგების გაცნობის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე/გამგებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 3. სერთიფიკატს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება ოთხი ციფრისაგან 0001-დან  9999-ის ჩათვლით. 4. საკრებულოს აპარატის უფროსი/გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს გაცემული სერტიფიკატების აღრიცხვას ზონარგაყრილ ჟურნალში (სერთიფიკატის ნომრის, მიმღები პირისა და გაცემის თარიღის მითითებით. დანართი N2 დანართი N3 .