ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2022 წლის 24 მარტი ქ. ონი |
|
2.ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოთა პოტენციური კადრების გამოვლენა, გადამზადება, და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ა) სტაჟირება – ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ონის მუნიციპალიტეტის მერიაში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – ონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს:
ა) მერიის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა შერჩევა;
ბ) სტაჟირების ვადას;
გ) სტაჟიორისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;
დ) სხვა საჭირო ინფორმაციას სტაჟიორთა შერჩევის თაობაზე.
ა) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
გ) ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
2. კანდიდატმა სტაჟირების გავლისათვის ონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის, ასევე განაცხადის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემთხვევაში, მასში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს 150 სიტყვისა.
3. განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში კანდიდატი გასაუბრებას გადის ონის მუნიციპალიტეტის მერთან.
4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის მერი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კანდიდატი მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით მიიღება სტაჟიორად. ამავე ბრძანებით სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება უშუალო ხელმძღვანელი.
5. სტაჟირება ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, ანაზღაურების გარეშე.
2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
ა) გაეცნოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკას;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და გამომდინარეობს ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
2.სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3.სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
4.სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს ონის მუნიციპალიტეტის მერს.
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.
2.სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ონის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
გ) სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებელად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2.სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში ონის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ, ხოლო შედეგების დადებითად შეფასებისას სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
ეძლევა _____________________________________________
სახელი, გვარი
ონის მუნიციპალიტეტის მერიის _________________________________________________
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება)
--------------------------------- --------------------------------
ხელმოწერა თარიღი
-------------------------------------------------------------- ონის მუნიციპალიტეტის მერი