ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.176.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 688 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2014 მიღება
04.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქ. თელავის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL
ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. 0,7
IMG ITL
0,53 0,7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2014 წლის 6 ოქტომბერი ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“- ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების  შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ  თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის ზონირების  რუკა  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗  დადგინდეს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი №1 ქ. თელავის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL ცენტრალური ზონა        ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება   შემდეგი ქუჩებით (თითეულ მხარეს)    თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან მელითაურის ქუჩამდე. მელითაურის ქუჩა. თეთრიანის ქუჩა    ლეონიძის ქუჩა თეთრიანის ქუჩიდან ბიბერახის ქუჩამდე. ბიბერახის ქუჩა. მარჯანიშვილის ქუჩა;     გიორგი არსენიშვილის ქუჩა მარჯანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე. გურამიშვილის ქუჩა. ავთანდილ გულიაშვილის ქუჩა გურამიშვილის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩამდე. დოდაშვილის ქუჩა ავთანდილ გულიაშვილის ქუჩიდან ქუჩიშვილის ქუჩამდე. ქუჩიშვილის ქუჩა. ელენე ახვლედიანის ქუჩა ქუჩიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე. ოძელაშვილის ქუჩა. გივი ჩოხელის ქუჩა ოძელაშვილის ქუჩიდან  სააკაძის მოედნამდე; სააკაძის მოედანი; ერეკლე II-ის გამზირის და მერაბ კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი; ბახტრიონის ქუჩა მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. ბარათაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა ბარათაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; ჩოლოყაშვილის ქუჩა კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ვარდოშვილის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა ვარდოშვილის ქუჩიდან ლესელიძის შესახვევამდე; ლესელიძის შესახვევი; ლესელიძის ქუჩა ლესელიძის შესახვევიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი; დავით აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ვარდოშვილის ქუჩამდე.   ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან არჩილ II-ის ქუჩამდე; 1,3 შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს)  დავითაშვილის ქუჩა. თამარის ქუჩა დავითაშვილის ქუჩიდან გ. ლეონიძის ქუჩამდე. ლეონიძის ქუჩა თამარის ქუჩიდან თეთრიანის ქუჩამდე. ლეონიძის ქუჩის და თელავი-შალაურის დამაკავშირებელ გზას შორის არსებული ქუჩა (უსახელო); თელავის და შალაურის დამაკავშირებელი გზა ქართული უნივერსიტეტის ქუჩამდე;   ქართული უნივერსიტეტის ქუჩა თელავის და შალაურის დამაკავშირებელი გზიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე. გოგებაშვილის ქუჩა ნინოშვილის ქუჩიდან ორაგუბის ქუჩამდე. ორაგუბის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე.  თურდოსპირელის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა თურდოსპირელის ქუჩიდან მაწანწრის ხევამდე; მაწანწრის ხევი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან მოსულიშვილის ქუჩამდე; მოსულიშვილის ქუჩიდან კავკასიონის #37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე არსებული მონაკვეთი; კავკასიონის ქუჩა #37-ში მდებარე სახლიდან სეხნიაშვილის ქუჩამდე; სეხნიაშვილის ქუჩა; ალაზნის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ალაზნის სარწყავ არხამდე; სამასი არაგველის ქუჩა ალაზნის გამზირიდან ლესელიძის ქუჩამდე; ლესელიძის  ქუჩა სამასი არაგველის  ქუჩიდან ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩამდე; ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩა ლესელიძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;  დავით აღმაშენებლის ქუჩა  ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დავითაშვილის ქუჩამდე; თბილისის გზატკეცილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა ბათუმის ქუჩიდან ვარდისუბნის ხევამდე.  ილია ჭავჭავაძის გამზირი არჩილ II-ის ქუჩიდან სოფ. ვარდისუბნამდე; 1 პერიფერიული ზონა ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. 0,7 დანართი №2 ქალაქ თელავის ზონირების რუკა დანართი №3 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.  მუხლი 1🔗.  ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:   CN=IMG X ITL XCXK K, სადაც: 1.  CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2.  IMG G  არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 3.  ITL L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის _ 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის _ 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის _ 0,7-ს; 4.  C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5.  K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.  მუხლი 2🔗. 1. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. თელავის მუნიციპალიტეტში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა 0,53 1,3 0,24 500 82,68 შუალედური ზონა 0,53 1 0,24 150 19,08  პერიფერიული ზონა 0,53 0,7 0,24 150 13,356