თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ძალადაკარგული 25.01.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№09
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.163.016387
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2018 წლის 18 იანვარი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
           საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის 784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ზონირების რუკა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის  შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 200140030.35.176.016140).
მუხლი 5
თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილება „თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო  და თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 200140030.35.163.016330).
მუხლი 6
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი №1

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება

. თელავის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITLL

ცენტრალური ზონა

       ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითეულ მხარეს): თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან მელითაურის ქუჩამდე; მელითაურის ქუჩა; თეთრიანის ქუჩა; ლეონიძის ქუჩა თეთრიანის ქუჩიდან ბიბერახის ქუჩამდე; ბიბერახის ქუჩა; მარჯანიშვილის ქუჩა;  გიორგი არსენიშვილის ქუჩა მარჯანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე; გურამიშვილის ქუჩა; ავთანდილ გულიაშვილის ქუჩა გურამიშვილის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩამდე; დოდაშვილის ქუჩა ავთანდილ გულიაშვილის ქუჩიდან ქუჩიშვილის ქუჩამდე; ქუჩიშვილის ქუჩა; ელენე ახვლედიანის ქუჩა ქუჩიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე; ოძელაშვილის ქუჩა; გივი ჩოხელის ქუჩა ოძელაშვილის ქუჩიდან სააკაძის მოედნამდე; სააკაძის მოედანი; ერეკლე II-ის გამზირის და მერაბ კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი; ბახტრიონის ქუჩა მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე; ბარათაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა ბარათაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; ჩოლოყაშვილის ქუჩა კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ვარდოშვილის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა ვარდოშვილის ქუჩიდან ლესელიძის შესახვევამდე; ლესელიძის შესახვევი; ლესელიძის ქუჩა ლესელიძის შესახვევიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი; დავით აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან არჩილ II-ის ქუჩამდე.

1,3

 

შუალედური ზონა

შუალედური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითოეულ მხარეს):  დავითაშვილის ქუჩა; თამარის ქუჩა დავითაშვილის ქუჩიდან გ. ლეონიძის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩა თამარის ქუჩიდან თეთრიანის ქუჩამდე; ლეონიძის ქუჩის და შალვა დავითაშვილის ქუჩას შორის არსებული ქუჩა (უსახელო); შალვა დავითაშვილის ქუჩა  ქართული უნივერსიტეტის ქუჩამდე;  ქართული უნივერსიტეტის ქუჩა შალვა დავითაშვილის ქუჩიდან  ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე; გოგებაშვილის ქუჩა ნინოშვილის ქუჩიდან ორაგუბის ქუჩამდე. ორაგუბის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე;  თურდოსპირელის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა თურდოსპირელის ქუჩიდან მაწანწრის ხევამდე; მაწანწრის ხევი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან მოსულიშვილის ქუჩამდე; მოსულიშვილის ქუჩიდან კავკასიონის №37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე არსებული მონაკვეთი; კავკასიონის ქუჩა №37-ში მდებარე სახლიდან სეხნიაშვილის ქუჩამდე; სეხნიაშვილის ქუჩა; ალაზნის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ალაზნის სარწყავ არხამდე; სამასი არაგველის ქუჩა ალაზნის გამზირიდან ლესელიძის ქუჩამდე; ლესელიძის  ქუჩა სამასი არაგველის  ქუჩიდან ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩამდე; ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩა ლესელიძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;  დავით აღმაშენებლის ქუჩა  ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დავითაშვილის ქუჩამდე; თბილისის გზატკეცილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა ბათუმის ქუჩიდან ვარდისუბნის ხევამდე;  ილია ჭავჭავაძის გამზირი არჩილ II-ის ქუჩიდან სოფ. ვარდისუბნამდე.

1

 

პერიფერიული ზონა

პერიფერიულ ზონას მიეკუთვნება თელავის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე.

0,7

 


 დანართი №2

.

 დანართი №3

 

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის

საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

1. თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK K, სადაც:

1.1.  CN N – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

1.2.  IMG G – არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს;

1.3.  ITL L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს.

1.4.  C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

1.5.  K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 

 2.  პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,53

 

1,3

0,24

500

82,68

შუალედური ზონა

0,53

1

0,24

150

19,08

  პერიფერიული ზონა

0,53

0,7

0,24

150

 

13,356

 

1.  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 10 (ათი) ლარს.

2.  თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს ამ წესის დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 5 (ხუთი) ლარს.

3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის დანართის მე-2 მუხლით დადგენილი   ფასი.