გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2014
matsne.gov.ge 1,013 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
საქმიანობის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საამრთალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 22.02.2019 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 91% 18.02.2026 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.11.2023 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 15.06.2022 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2014 წლის 7 ოქტომბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის № 669 ბრძანების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗   დამტკიცდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ დანართი №1 შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალის ნიმუში და მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალის ნიმუში დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტის ნიმუში დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და "მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული "მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის" საფუძველზე. 2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის, გარე რეკლამის სანებართვო მოწმობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა  "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმები,  დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმები წარმოადგენს მესამე კატეგორიის - მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელიც შეიძლება დაიბეჭდოს "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამივე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რომელიც შეკვეთას  აწარმოებს "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი მზადდება 2 ეგზემპლარად. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების  გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.  მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს  სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას, ცეცხლგამძლე სეიფში (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. სათავსო, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირ­თათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება მის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს გამგებელი.  მუხლი 4🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება და წარმოება 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ცარიელი ბლანკების შევსება მკაცრი აღრიცხვის ფორმის მფლობელზე ხორციელდება გამგებლის ბრძანების საფუძველზე. 2.  მკაცრი აღრიცხვის ფორმები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმებში  ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მკაცრი აღრიცხვის ფორმების  დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მკაცრი აღრიცხვის ფორმები, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც სამსახურის უფროსი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს პასუხისმგებელ პირს. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელიც თან ერთვის ჩამოწერის აქტს უკლებლად, ყოველი თვის ბოლოს, სამსახურის უფროსის მიერ წერილობითი მოხსენებითი ბარათით, თავმჯდომრის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს. 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები (დოკუმენტები)  დგება 2 ეგზემპლარად. შედგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს ანდა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში. 4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია, გაცემამდე, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირდება სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) ჟურნალში. მუხლი 5🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უშუალო გაცემა წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. 2. თუ ნებართვის მაძიებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი ნებართვას ღებულობს მინდობილი (რწმუნებული) პირის მეშვეობით, მაშინ სანებართვო მოწმობის უშუალო გაცემა წარმოებს იურიდიული ან ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და უფლებამოსილების მინიჭების შესახებ მინდობილობის წარდგენის (მინდობილობა რჩება ადგილზე, შესაბამის სამსახურში) საფუძველზე. 3. ნებართვის მაძიებელი ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს ადასტურებს სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და სამსახურის ბეჭდით დამოწმებულ) ჟურნალში (უწყებრივ სანებართვო რეესტრში) ხელმოწერით. მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი აღნიშვნით "დუბლიკატი".    4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში). მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების (ხარვეზების) გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის  მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 1🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ჟურნალის ნიმუში № მკაცრი აღრიცხვის ფორმი დასახელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი რეგისტრაციის თარიღი და  ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსკლუზიური ნომერი მიმღები სუბიექტის რეკვიზიტები შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ჟურნალის ნიმუში მუხლი 2🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალის ნიმუში № მკაცრი აღრიცხვის ფორმის დასახელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი რეგისტრაციის თარიღი და ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსკლუზიური ნომერი მიმღები სუბიექტის რეკვიზიტები შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 ქ. გურჯაანი   --- წ. ”--------” ------------” გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ № საქმიანობის დასახელება რაოდენობა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსკლუზიური ნომერი 1 2 3 4 კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს. კომისიის თავმჯდომარე: წევრები: მდივანი: მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: