მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2014
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
matsne.gov.ge 488 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.04.2015 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 16.01.2018 მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 22.11.2017 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 07.10.2014 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2014 წლის 7 ოქტომბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ      საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის „გ.ბ." პუნქტის, 61-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის  დებულება, (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის (შემდგომში სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული,  რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საქმიანობას და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014წლის 8 აგვისტოს №4 დადგენილებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4.სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტს. 5. სამსახური ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის  წინაშე. მუხლი 2🔗. იურიდიული სამსახურის ფუნქციები 1.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას ბ) ორგანიზებას უწევს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; გ) ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას; დ) აწარმოებს სამსახურში მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) ანალიზს და განაზოგადებს წინადადებებს მათი სრულყოფის თაობაზე; ე) სასამართლო ორგანოებში,  სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას  თ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას. ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. იურიდიული სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და მოხელეებისგან.   2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი რომლის უფლებამოსილებები   განისაზღვრება ამ დებულებით. 3. სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებულ ფუნქციებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1 სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  საჯარო მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულება 1.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენლი წესით. 2.ყველა ის საკითხი რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.