მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2017 წლის 22 ნოემბერი დაბა მესტია |
|
სამსახურის დებულება
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული და მისი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტეის ტერიტორიაზე სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას და მის შესრულებაზე კონტროლს.
2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, წინამდებარე დებულებისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. სამასახურის საშტატო ერთეული და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
1.სამსახური შდგება სამსახურის უფროსის, შესყიდვების დაგეგმვის განყოფილებისა და სპეციალისტისაგან;
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოს აღწერილობით. სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეთა უფლებამოვალეობები, წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, მერიის შინაგანაწესით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ვ) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ზ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეთა სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას.
1. სამსახურის განყოფილების უფროსი სარგებლობს II რანგის საჯარო მოხელის სტატუსით. განყოფილების უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განყოფილების უფროსის საქმიანობის აღწერილობა:
ა) განყოფილების საქმიანობის წარმართვა;
ბ) დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
გ)განყოფილების სამუშაო გეგმის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) განყოფილების მოხელეებს შორის დავალებების განაწილება, სამუშაო გეგმების მიხედვით დავალებათა შესრულების კონტროლის განხორციელება, სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ე) განყოფილების მოხელეთა მიერ გაწეული მუშაობისა და მათ მიერ მომზადებული ანგარიშების მიღება და შეფასება;
ვ) სამსახურის უფროსისადმი ანგარიშების მომზადება და წარდგენა ;
ზ) მოხელეთა მიერ შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი და შრომის დისციპლინის ამაღლების უზრუნველყოფა;
თ) წინადადებებისა და შუამდგომლობის აღძვრა განყოფილების მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ი) განყოფილების საქმის წარმოების უზრუნველყოფა.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისადმი.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მოცულობებიდან და პროგრამიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სტრატეგიისა და გეგმების მომზადებასა და მერისთვის მათი წარდგენას.
ბ) სატენდერო საქმის წარმოების წარმართვას;
გ) შესყიდვების ცალკეული გარიგების წინაპირობების მომზადებას;
დ) განხორციელების პროცესში ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგისა და მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.
1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მერიის დებულებისათვის განსაზღვრული წესის მიხედვით.
2. ეს დებულება ძალაში შედის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შდეგების ოფიციალურად ძალაში შესვლის დღიდან.