მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის გ.ბ. პუნქტის, 61-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება, (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური“.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 4🔗.
განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების კომპეტენცია
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეხუთე მუხლის შესაბამისად.
2. ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მიღებულ მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ხარჯთაღრიცხვების პროექტების ანალიზის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებასა და მათ დაზუსტებას;
გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის, სამუშაოების ორგანიზებას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციას, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და განსახილველად წარდგენას. მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში;
დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ვ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ზ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლას, მათი დაყვანა შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარებას;
თ) მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების, განცხადებების განხილვას, შესაბამისი დასკვნებისა და წერილების მომზადებას;
ი) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის წლიურ პროგნოზების შედგენას, დეფიციტის მოსალოდნელ ოდენობას, მისი დაფარვის შესაძლო წყაროების დადგენას;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას;
ლ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშების მომზადებას;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
3. განყოფილება პასუხისმგებელია წლიური ბიუჯეტის, ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატების პროექტების მომზადებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციაზე, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტლებისა და თვეების მიხედვით განწერაზე.
4. განყოფილებას უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა- შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოებების წარმომადგენლები,სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია
მუხლი 6🔗.
საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების კომპეტენცია
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეხუთე მუხლის შესაბამისად.
2. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის შემოსულობათა ოპერატიულ აღრიცხვა-ანგარიშებს და უშუალო კონტროლს ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე გადასახდელების ნაწილში;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილებასთან ერთად ამზადებს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს;
გ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციას და პასუხისმგებელია მასზე;
დ) ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას და კორდინაციას;
ე) დაწესებულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველი თვის, კვარტალურ და წლიურ ანგარიშების წარდგენას;
ვ) ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ მომსახურე საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაციის სისტემატიურ (ყოველდღიურ) მიღებას და აღრიცხავს ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯებს (გადასახდელებს).
ზ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას.
თ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
ი) ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებას და ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადებას;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვას და ანალიზს;
ლ) წილობრივი მონაწილეობით შეწმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს;
მ) მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების და განცხადებებისა განხილვასა და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადება;
ნ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ო) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლას, მათი დაყვანას შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარებას;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულება
1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენლი წესით.
2. ყველა ის საკითხი რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.