მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2013 წლის 4 თებერვალი ქ. მცხეთა |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება
1.2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1.3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
1.5. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახური“.
2.2. სამასხურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.
ა) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
4.2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
4.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
5.2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
5.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
5.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6.2. ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მიღებულ მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ხარჯთაღრიცხვების პროექტების ანალიზის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებასა და მათ დაზუსტებას;
გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის, სამუშაოების ორგანიზებას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციას, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და განსახილველად წარდგენას. მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში;
დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ვ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ზ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლას, მათ დაყვანას შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარებას;
თ) მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების, განცხადებების განხილვას, შესაბამისი დასკვნებისა და წერილების მომზადებას;
ი) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის წლიური პროგნოზების შედგენას, დეფიციტის მოსალოდნელ ოდენობას, მისი დაფარვის შესაძლო წყაროების დადგენას;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას;
ლ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშების მომზადებას;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
6.3. განყოფილება პასუხისმგებელია წლიური ბიუჯეტის, ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატების პროექტების მომზადებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციაზე, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალებისა და თვეების მიხედვით განწერაზე.
6.4. განყოფილებას უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოებების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია
7.2. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის შემოსულობათა ოპერატიულ აღრიცხვა-ანგარიშებს და უშუალო კონტროლს ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე გადასახდელების ნაწილში;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილებასთან ერთად ამზადებს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს;
გ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციას და პასუხისმგებელია მასზე;
დ) ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას და კორდინაციას;
ე) დაწესებულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველი თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენას;
ვ) ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ მომსახურე საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაციის სისტემატურ (ყოველდღიურ) მიღებას და აღრიცხავს ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯებს (გადასახდელებს);
ზ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას.
თ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
ი) ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებას და ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადებას;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვას და ანალიზს;
ლ) წილობრივი მონაწილეობით შეწმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს;
მ) მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების და განცხადებებისა განხილვასა და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას;
ნ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ო) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლას, მათ დაყვანას შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარებას;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.