„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№817
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.034.016377
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №817

2014 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-13 მუხლის:

  ა) პირველი პუნქტის  ვ -ი ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში – ტიპი №1; 

 ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის  განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);

 თ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში –  ტიპი №1;  

ი) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულო განყოფილების წევრებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას გამოიყენება ამ ბრძანებით  დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისათვის დადგენილი ნორმები.“.

2. 49-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილ და საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებზე 2014 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ ავტომობილებზე, მისაბმელებსა და მოტოციკლებზე – 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ, ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობამდე;“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  არ ვრცელდება დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულო განყოფილების წევრებისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.10.2014.
როდის იქნა მიღებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №817. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.22.034.016377.
რამდენი მუხლისგან შედგება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №817, 21.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016377 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2539159/