„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№65/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016971
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №65/ნ

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვბრძანებ:


მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ, №140, 29.10.2010. მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:

1. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ოლიმპიადის მონაწილეთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შემდგომ, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად  დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.“.

ბ) მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით ოლიმპიადის მონაწილეები გადანაწილდებიან შესაბამის ადგილებზე შერჩევით.

6. ოლიმპიადის გამარჯვებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში პირველ ათ ადგილზე განაწილებული ოლიმპიადის მონაწილე/მონაწილეები.

7. ოლიმპიადის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

8. ოლიმპიადის პირველ, მე-2 და მე-3 ადგილებზე გადანაწილდება ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე.“.

2. 24-ე მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ წესის მე-15 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს ცენტრის მიერ გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადის მეორე ტურში.

2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოლიმპიადის მონაწილეებისა, ცენტრის მიერ გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები.  

3. ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის ოლიმპიადის პირველ სამ მონაწილეს ცენტრის მიერ გადაეცემა ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილის შესაბამისად. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომის მქონე მოსწავლეებს სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაეცემათ პრიზი/პრიზები.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილების შესაბამისად აგრეთვე გადაეცემა/გადაეცემათ იმ ოლიმპიადის მონაწილეს/მონაწილეებს, რომლის/რომელთა ქულა ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში ემთხვევა ამავე სიაში პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე მყოფი მონაწილის ქულას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.06.2015.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №65/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016971.
რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №65/ნ, 25.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016971 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2876138/