„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №19/ნ

2021 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში (სსმ III, №148, 01/12/2009; სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.013.869) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წესის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც 1990 წლიდან უმაღლესი განათლება მიღებულია სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის მოქმედების პერიოდში.“.

 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობის შესახებ.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში ცენტრი განიხილავს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების თავსებადობის შესახებ დასკვნის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.

5. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გამოცდის ჩატარების გზით, ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.“;

 ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასების შესახებ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდას დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, ახდენს მის შეფასებასა და კრედიტების მინიჭებას. გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. შეფასებისას გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი.“;

 გ) მე-7 პუნქტ შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის მიმდინარეობის მონიტორინგი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი