„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016983
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №77/ნ

2015 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების (სსმ, 19.03.2009წ., №33, სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.012.906) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციას წარუდგენს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის/ საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ინფორმაციას მოწმეთა ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს;

ე) იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სხვა რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, რაც ადასტურებს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.“

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია განიხილავს იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლეს ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომელთაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, წარმოადგინეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში განიხილავს იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უწყვეტად ისწავლეს ბოლო 1 წელი და არანაკლებ 1 წელი - საბაზო საფეხურზე. ობიექტური გარემოებების დადგენა/დადასტურების მიზნით, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას.”.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. დაინტერესებულ პირთა მიერ მათი შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი შეფასების გადაყვანას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებაზე.”.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის, აგრეთვე სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია გამოსცემს კონკრეტული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებით აღიარებული განათლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შემდგომი განათლების მიღების საფუძველს.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2015.
როდის იქნა მიღებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №77/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016983.
რამდენი მუხლისგან შედგება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №77/ნ, 21.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016983 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2910037/