„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №219/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№160/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №160/ნ

2015 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (ქუთაისი, 3 ივლისი 2015 წ. №3899-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №219/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016256) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები 

ინსტიტუტის მართვის ორგანოებია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექტორი.“;

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

1. ინსტიტუტის მეცნიერთა საერთო კრება ინსტიტუტის მეცნიერთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.

2. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:

ა)  ღია კონკურსის წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ინსტიტუტის დირექტორის არჩევა  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის, დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე წინადადებით მიმართვა;

გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

დ) ინსტიტუტის სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების  დებულების დამტკიცება;

ე) ინსტიტუტის საშტატო განრიგის დამტკიცება;

ვ) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების არჩევა და     დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) კონკურსების ვადებისა და პირობების დადგენა;

თ) საკონკურსო კომისიების შექმნა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება;

ი) ინსტიტუტის შინაგანაწესის დამტკიცება;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად ინსტიტუტის ფინანსური სახსრების განკარგვის წესისა და პირობების დადგენა;

ლ) კონტაქტების განვითარება საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;

მ) ხელშეკრულებების დადების თაობაზე დირექტორისათვის წინადადებების მიწოდება;

ნ) გადაწყვეტილების მიღება სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნებაზე.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.“;

ბ) მე-8 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეცნიერო საბჭო სიითი უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს. ინსტიტუტის დირექტორს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

 2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. ინსტიტუტის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე