„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№159/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017412
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №159/ნ

2017 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2011, 110311011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სკოლაში პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით; II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით, ხოლო ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია II-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად).“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) – გაკვეთილების ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს მაქსიმუმ 10 წუთით;

ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს – გაკვეთილების ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს/შემცირდეს მაქსიმუმ 10 წუთით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. ამასთან, იმ საჯარო სკოლებში:

ა) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ერთ ცვლაზე, გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენება უნდა იყოს არანაკლებ 20 წუთი;

ბ) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ორ და მეტ ცვლაზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სარეკომენდაციოა თითოეული ცვლისთვის.“.

2. მე-11 მუხლის  მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სადამრიგებლო პროგრამა;

ი) პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი სკოლაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

3. მე-12 მუხლის შემდეგ  დაემატოს  შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121 პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები

1. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები შესაძლოა ჩატარდეს მე-9 და/ან მე-11 კლასებში სკოლის მიერ განსაზღვრული პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ.

2. სკოლებმა, რომლებიც გადაწყვეტენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებას, შეიძლება დაადგინონ შემდეგი განრიგი: 8 გაკვეთილი - მე-9 კლასში ორივე სემესტრში, 4 გაკვეთილი მე-11 კლასში II სემესტრში.

3. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვადასვა ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა