სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.10.2014 ბოლო ცვლილება 15.12.2023
ნომერი
№814
სარეგისტრაციო კოდი
120020040.22.034.016373
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №814

2014 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:

ა) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები)  (დანართი №1);

ბ) A კატეგორიისა და  A1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №2);

გ) B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №3);

დ) C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №4);

ე) C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №5);

ვ) D1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №6);

ზ) D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №7);

თ) T და S კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №8);

ი) ტრამვაის კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №9);

კ) კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიერ ერთდროულად B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №10).

2. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით (შემდგომში - ელექტრონული ტესტირება), რომელიც ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. 

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - სააგენტო) უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული ტესტირების  ჩატარებისთვის საჭირო სპეციალური პროგრამის ინსტალაცია და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა;

ბ)  ამ ბრძანებით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) თარგმნა და ელექტრონული ტესტირების  გამოყენება აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

4. ელექტრონული ტესტირების სპეციალური პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) ელექტრონულ ვერსიაში  საგამოცდო ტესტის (ბილეთი)  სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტზე (ბილეთი) სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ნუმერაციის მქონე პასუხი, რომელიც ამ  ბრძანებით დამტკიცებული მე-2-მე-10 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი საგამოცდო ტესტის (ბილეთი) სწორი პასუხის იდენტურია.

5. ელექტრონული ტესტირებისას, ზოგიერთ ტესტში (ბილეთი) მისი შინაარსიდან გამომდინარე სწორი და არასწორი პასუხის ჩვენებისას შეიძლება გამოიყენებულ იქნეს შესაბამისი სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლი, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) სწორი და არასწორი პასუხების  ვიზუალურად ჩვენებისათვის იქნება განკუთვნილი.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე