ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11-22
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.101.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11-22
2014 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თანდართული რედაქციით.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერის 2013 წლის 21 ივნისის N32 ბრძანება „ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სისტემაში - ქ. თბილისის მერიაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“.
3.
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონის გამგეობების (შემდგომში - თბილისის მერია) მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗.
კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. კომისიის შექმნის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად, თბილისის მერიაში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის, აგრეთვე თბილისის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარება.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის და ატესტაციის ჩატარება;
ბ) პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
გ) თბილისის მერთან შეთანხმებით, კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის განსაზღვრა;
დ) თბილისის მერთან შეთანხმებით, ატესტაციის ჩატარების ფორმების და შეფასების ფორმულარების განსაზღვრა;
ე) თბილისის მერთან შეთანხმებით, ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენა;
ვ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან მის წარდგენაზე უარის თქმა;
ზ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 3🔗.
კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს წევრები, მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებული თბილისის მერიასთან) და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირები.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიისათვის კონსულტაციების გაწევის მიზნით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეული იყვნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები.
4. კომისიის მოწვეულ წევრთა და დამოუკიდებელ სპეციალისტთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კომისიის წევრთა აცილებისა და თვითაცილების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 4🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის საკრებულო. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან თბილისის მერის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას;
ბ) წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
გ) კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში;
დ) კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო;
ე) ქმნის კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;
ვ) თბილისის მერს დასამტკიცებლად წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;
თ) უზრუნველყოფს ჩატარებული კონკურსის/ატესტაციისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენას საჯარო სამსახურის ბიუროში;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ატარებს კონკურსის/ატესტაციის ეტაპებს (ტესტირება, გასაუბრება და სხვა) და კომისიისთვის ამზადებს დოკუმენტების პროექტებს. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განიხილება და მტკიცდება კომისიის მიერ.
4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა გადაწყვეტილებებს იღებს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. კომისიის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისია ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული შემადგენლობით.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ეტაპები
1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების გადარჩევა, რომელიც წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება;
ბ) წერითი დავალება, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით და შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს;
გ) ტესტირება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს და წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას;
დ) გასაუბრება, რომლის დროსაც მიიღება ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
2. კონკურსის ჩატარების ფორმებს, კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, ჩატარების გრაფიკს, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს კომისია თბილისის მერთან შეთანხმებით.
მუხლი 8🔗.
ატესტაციის ეტაპები
1.ატესტაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) ტესტირება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ ტესტს და წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული ფორმით შედგენილ წერილობით ან ელექტრონულ დავალებას;
ბ) წერითი დავალება, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით და შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს;
გ) გასაუბრება, რომლის დროსაც მიიღება ინფორმაცია მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
2. ატესტაციის თემატიკას, დავალების ფორმებს, შეფასების კრიტერიუმებს და დამაკმაყოფილებელი შეფასების ზღვრულ ფარგლებს განსაზღვრავს კომისია თბილისის მერთან შეთანხმებით.
მუხლი 9🔗.
კომისიის სამდივნო
1. კონკურსისა და ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს თბილისის მერიის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ამასთან, კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და ხელშეწყობის მიზნით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში -სამდივნო).
2. სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ თბილისის მერიის მოხელეები და საჭიროებისამებრ, შრომითი ხელშეკრულებით მოწვეული პირები.
3. სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით:
ა) ორგანიზებას უწევს და ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
გ) კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის წევრებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტებითა და ინფორმაციით;
დ) უზრუნველყოფს კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრთა ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
4. კონკურსის ან/და ატესტაციის ეტაპების ჩატარებისათვის და სამდივნოს ფუნქციების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსები.
5. კონკურსის ან ატესტაციის დასრულების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 10🔗.
საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიების განხილვის მიზნით, თბილისის მერის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს თბილისის მერი.
3. საპრეტენზიო კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 11🔗.
თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესი
1. 2015 წლის 1 ივლისამდე თბილსიის მერიის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად გასავლელი კონკურსის და თბილისის მერიის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპია კონკურსის მონაწილის/მოხელის ტესტირება.
2. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით.