გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 575 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.04.2015 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.09.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.07.2025 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 01.10.2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 06.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2014 წლის 10 ოქტომბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესით (შემდგომში – წესი) განისაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება გარდაბნის მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან გარდაბნის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. მუხლი 3🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს: ა)  საქართველოს პარლამენტის წევრს – გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს; ბ)  საკრებულოს ბიუროს; გ)  საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ)  საკრებულოს თავმჯდომარეს; ე)   გამგებელს. ვ) შვიდკაციან საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. მუხლი 4🔗 ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი; გ) წერილობითი თანხმობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. მუხლი 5🔗 1. შუამდგომლობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ იხილავს 7 წევრისაგან შემდგარი კომისია. 2. კომისიის შემადგენლობა ყალიბდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ წარდგენილი 4 წევრისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი 3 წევრისაგან. 3. კომისიის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. კომისია პირველ სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და მათი არყოფნის შემთხვევისთვის – მოვალეობის შემსრულებლებს. მუხლი 6🔗 1. კომისია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების ან მე-9 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ხმათა უმრავლესობით გამოაქვს გადაწყვეტილება. 2. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კომისიის დასახელება, სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი, თავმჯდომარის და მდივნის მონაცემები, სხდომაზე დამსწრე წევრების მონაცემები, დღის წესრიგი, განსახილველი საკითხების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე  და კომისიის მდივანი (ან მოვალეობის შემსრულებლები). 3. დღის წესრიგის ყველა საკითხს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 4. თუ კომისიის სხდომას არ ესწრება წევრი, კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დგება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში – მოვალეობის შემსრულებელი. მუხლი 7🔗 კომისიის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას გარდაბნის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. მუხლი 8🔗 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, ,,გარდაბნობის“ დღესასწაულზე, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მუხლი 9🔗 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს კომისიის სათანადო დასკვნის საფუძველზე. პირველ პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას კომისია ამ წესის მე–6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით იხილავს. მუხლი 10🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.