წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2018 წლის 1 ოქტომბერი ქ. წალკა |
|
2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის.
3. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება წალკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი წალკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში.
4. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა ან/და ორგანიზაციებს;
ბ) წალკის მუნიციპალიტეტის მერს;
გ) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად, კანდიდატის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღწერით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან წალკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფში შესაძლებელია შევიდნენ საზოგადოების წარმომადგენლები ან/და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.
3. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან.
4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესა და მდივანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ნიშნავს წალკის მუნიციპალიტეტის მერი.
5. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) სახით.
6. წალკის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
2. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
4. წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ არსებულ რეკომენდაციებს, საქართველოს ან/და წალკის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს.
6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან.
7. სამუშაო ჯგუფი სწავლობს კანდიდატთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას), რაც აისახება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმში.
8. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს.
9. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება წალკის მუნიციპალიტეტის მერს.
ა) კანდიდატის წერილობითი თანხმობა;
ბ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4.
2. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის დამზადებას, მერის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, უზრუნველყოფს წალკის მუნიციპალიტეტის მერია.
3. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება), ამტკიცებს წალკის მუნიციპალიტეტის მერი.
4. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე წალკის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს წალკის მუნიციპალიტეტის მერი და დასტურდება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
5. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
6. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში, რომლის ელექტრონული ვერსია შესაძლებელია განთავსდეს, შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
7. სპეციალური წიგნის ფორმასა და წიგნის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს ინდივიდუალური ადმინისტაციული-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ამტკიცებს წალკის მუნიციპალიტეტის მერი.
ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
ბ) საპატიო მოქალაქის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
2. წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების/ჩამორთმევის უფლება აქვს წალკის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის (რეკომენდაციის) საფუძველზე.