1. ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მათი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე.

2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე დანიშნული აქვთ შესაბამისი კომპენსაცია, მიუხედავად ამ უწყებების სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა; ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უწყებებიდან დათხოვნილ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1714 - ვებგვერდი, 14.12.2017