სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2014 წლის 15 ოქტომბერი ქ. სენაკი |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
2. პრემია გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
3. პრემიის გაცემაზე ინიციირების უფლება აქვს გამგებელს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებზე და საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის.
4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
5. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების საფუძველზე.
6. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
7. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
8. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 15.10.2014. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.108.016184.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.07.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“, №49, 15.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016184 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2544212/