ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2014
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016158
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 06.12.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის N18 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №28 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2014 წლის 17 ოქტომბერი
დ. სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგენილი იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 დეკემბრის №22 დადგენილება (სსმ 13.12.2013 წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016136) ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი
დანართი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის მიერ თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 2🔗
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას.
მუხლი 3🔗
გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 4🔗
მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
1. პროფესიული ცოდნის მოთხოვნები.
2. პროფესიული უნარების მოთხოვნებ.
მუხლი 5🔗
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში სავალდებულოა გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად (სპეციალობიდან გამომდინარე მოთხოვნები) და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, ასევე სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
მუხლი 6🔗
თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების - უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1 წლიანი გამოცდილება მაინც.
მუხლი 7🔗
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების მთავარი, უფროსი, წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება ან სპეციალური განათლება, მუშაობის საერთო სტაჟი 2 წელი მაინც. სხვა დანარჩენი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - საშუალო სპეციალური განათლება მაინც.
მუხლი 8🔗
პროფესიული ცოდნის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას.