ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.11.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №938
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 410 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2014 მიღება
01.01.2026 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი  ბრძანება №938/350 2014 წლის 28 ნოემბერი ქ. თბილისი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის  უფროსის მიერ. 3. მხარეები წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს ჯგუფის წევრების ვინაობას, დაკავებულ თანამდებობას და საკონტაქტო ინფორმაციას. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძეფინანსთა მინისტრინოდარ ხადური დანართი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) მიზანია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. 2. სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N386 დადგენილებით, ამ ბრძანებით, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება 1. სამუშაო ჯგუფი  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით: ა) ახორციელებს მონიტორინგს ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანაზე; ბ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული  საფრთხეებისა და რისკების შეფასებას და ანალიზს; გ) შეიმუშავებს წინადადებებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციასთან, გამოვლენასა და აღკვეთასთან დაკავშირებით და წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს; დ) მონაწილეობას იღებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში.  2.  დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებიც აღჭურვილი არიან შესაბამისი სამსახურებრივი უფლებამოსილებით, ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 3. სამუშაო ჯგუფი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არსებულ ელექტრონულ ინფორმაციას, მათ შორის, მონაცემთა ბაზებს, საინფორმაციო და სააღრიცხვო ბარათებს, კარტოთეკებს და მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელ სხვა საშუალებებს. 4. სამუშაო ჯგუფი თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო პირებსა და ორგანიზაციებთან.