,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივნისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.133.016135
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

 

,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

1. ,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი აჭარა N67, 22–23 ივნისი 2010 წელი; გვ:13,14) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივნისის N20 დადგენილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესი“-ს პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა–ანგარიშგებას ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე




                                             დანართი №1

                       ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მშენებლობის ნებართვა

მსმ 000000      

1. ნებართვის გაცემის თარიღი: ------------------------------------------------------------------------------------20    .

2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: ---------------------------------------------------------------20    .

3. ნებართვის მოქმედების ვადა:   20   წლის  ---------------------------------- -()მდე

4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაშისრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

5.  მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6.  მშენებლობის ობიექტი:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში)

 7.  შენობა-ნაგებობის კლასი:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 8. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

10. ბრძანება: N ------  -----------  --------------------- 20   წელი

11. ნებართვის გამცემი პირი:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი

------------------------------------------------              ------------------------------------------------------------------

    (ხელმოწერა)                                   (სახელი, გვარი)

. ა.

დამამზადებელი:

დამკვეთი:

სფს- რეგისტრაციის N000000 .