,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.109.016141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2015 წლის 15 იანვარი

ქ. მარტვილი

 

,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობი სრადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობისფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №42 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია



დანართი №2

მცირე სახელმწიფო გერბი                                                       მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა

ნებართვა № ----------

1. ნებართვის გაცემის თარიღი:   201_  წლის----------------

2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი: 201_  წლის--------------------

3. ნებართვა ძალაშია: 201_ წლის-------------------- მდე

 

4. ნებართვის მფლობელი: --------------------------------------------------------------------------------------------  

                                                            (დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                        (მისამართი)

5. სამშენებლო ობიექტი: ----------------------------------------------------------------------------------------------

                                            (დასახელება, ფუნქციური დანიშნულება)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (შენობა-ნაგებობის კლასი და მისამართი, ადგილმდებარეობა)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                 (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი)

6. პროექტი შეთანხმებულია: -----------------------------------------------------------------------------------------

                                                                                       (შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                            (მისამართი)

7. ნებართვის გამცემი ორგანო: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური

8. ნებართვის გაცემის საფუძველი: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგელის

201_წლის --------------------ბრძანება №

მოწმობის მე-2 გვერდი:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. სანებართვო პირობები:

მშენებლობის  ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) აწარმოოს მშენებლობა  ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;

ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დაცვით;

გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;

დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით;

ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, განსაზღვრული წესით, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;

ვ) ახალი მშენებლობისა და შენობა–ნაგებობების  რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ___________________  ვადაში შენობა–ნაგებობა წარაგდინოს უფლებამოსილ ორგანოში  ვარგისად აღიარებისათვის.

ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

10. საექსპერტო ორგანოს დასკვნა (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში):

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

11. სანებართვო მოწმობის შევსებაზე პასუხისმგებელი

პირი:-------------------------------------------------------------------------

12.სანებართვო მოწმობაზე ხელმომწერი უფლებამოსილიპირი:------------------------------------------------------------

                                                (სახელი, გვარი)

---------------------------------------------------------------------------------------------

                           (თანამდებობა)

ბ. ა.       ------------------------------

                (ხელმოწერა)

 

დამკვეთი: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის № .