მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2020 წლის 5 ივნისი ქ. დუშეთი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 61-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ნ “ ქვეპუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის ა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტის , „სამშენებლო საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტის , „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -7 მუხლის 23-ე პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის , მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის “ მე -2 პუნქტის „შ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : |
|
დამტკიცდეს თანდართული:
|
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
|
|
დანართი №1
დანართი №2
მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში - პასუხისმგებელი პირი) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.
1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
|
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №3-ისა.
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს.
1. მოწმობა ივსება ლურჯი კალმით . მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით . დაუშვებელია გადახაზვა , გადაფხეკა , გადაშლა და ა .შ . მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა , ძველი გადაიხაზება ჯვარედინად , რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით , გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე . გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული ) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით , ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს .
2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის,ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -5, მე -6 და მე -7 პუნქტების შესაბამისად .
2. მოწმობა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ კარადაში.
3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში).
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება : ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
დანართი №3
მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
. |
დანართი №4
დაბრუნებული ( გაფუჭებული , უვარგისი ) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი
. |
დანართი №5
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ აქტი №----- დუშეთის მუნიციპალიტეტი ------ ------------- 20__ წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი მშენებლობის უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: ____________________________ სამსახურის უფროსი: ______________________________ . |