გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის, გარე რეკლამის მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის უწყებრივი სანებართვო რეესტრი, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2018 წლის 2 თებერვალი ქ. ზუგდიდი |
ა) გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
ბ) გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი№2);
გ) გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალი (დანართი №3);
დ) დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4);
ე) გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის ფორმა (დანართი №5).
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
გარე რეკლამის სანებართვო
მოწმობა №
ნებართვის გაცემის თარიღი:-------------------------------------------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
ნებართვის მფლობელი:---------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში - სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
ნებართვის მოქმედების ვადა:
-----------------------------------დან
-----------------------------------მდე
სანებართვო პირობები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის გაცემის საფუძველი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნებართვის გამცემი პირი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ბ.ა.––––––––––––––––––––––––––(ხელმოწერა)
დამკვეთი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
2. გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური.
2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს.
4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №3-ისა.
3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს.
2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს.
2. მოწმობა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ კარადაში.
3. სათავსო, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში).
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გარე რეკლამის უწყებრივი სანებართვო რეესტრი
|
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი
|
გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ
აქტი №-----
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ------ ------------- 20__ წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი გარე რეკლამის უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: ____________________________
სამსახურის უფროსი: ______________________________
|