ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმის და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7/16 |
|
2021 წლის 28 მაისი ქ. ფოთი |
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №2-ის შესაბამისად.
გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №20/23 დადგენილება.
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობა
|
დანართი №2
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. სანებართვო მოწმობის ფორმები მზადდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერჩეულ პროლიგრაფიულ საწარმოში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. დამზადებული სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება პოლიგრაფიული საწარმოდან აქვს პირს, რომელსაც გააჩნია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
4. სანებართვო მოწმობის შესაბამისი ფორმა (ერთი ეგზემპლარი) შევსებული სახით ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ხოლო სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.
მუხლი 2. მოწმობის შევსების წესი
1. სანებართვო მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
2. მოწმობაში აღინიშნება:
ა) ნებართვის სახე (სახეობა);
ბ) სამარშრუტო ხაზის (რეგულარული მარშრუტი) ნომერი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა;
დ) ნებართვის გაცემის თარიღი;
ე) ნებართვის მფლობელის სახელი და გვარი/სახელწოდება;
ვ) სანებართვო პირობები;
ზ) სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლების მონაცემები;
3. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 3. მოწმობის წარმოება, შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება
1. სანებართვო მოწმობების წარმოება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. სანებართვო მოწმობების ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, ხელშეუხებელი უნდა იყოს გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემას და შენახვას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი საჯარო მოხელე.
5. სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღირიცხება ზონარგაყრილ, ბეჭედდასმულ, დანომრილ და მერის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებულ სპეციალურ ჟურნალში.
6. სანებართვო მოწმობა მისი გაცემიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, აღირიცხება ჟურნალში. თუ მეორე დღე უქმე ან დასვენების დღეს დაემთხვა, მაშინ აღრიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7. ჟურნალში ჩანაწერები კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
8. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის ჩასწორება, გადაფხეკა ან კორექტორის გამოყენება. აუცილებლობისას, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ კეთდება ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელის შესაბამისი ჩანაწერი (მაგალითად: „შესწორებულია მე-2 და მე-4 გრაფები. სახელი, გვარი და ხელმოწერა).
9. ჟურნალი ინახება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში და დადგენილი ვადის შემდგომ გადაეცემა არქივს. შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დაცულობა.
10. ჟურნალი შიდა გამოყენების დოკუმენტია და იგი არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 4. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი წერილობითი განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თხოვნით.
2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გაიცეს დუბლიკატი და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3. დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით – „დუბლიკატი“. დუბლიკატს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
მუხლი 5. ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა შესაძლებელია:
ა) შევსებისას დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) სანებართვო მოწმობის დაზიანების გამო;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №3
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა
|