ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 21 ოქტომბერი ქ. ოზურგეთი |
|
საზოგადოებრივი დარბაზის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. დარბაზში გაწევრიანება შეუძლია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი დაინტერესებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს.
3. დაინტერესებულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საზოგადოებრივ დარბაზში შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 2 წარმომადგენელი.
4. დარბაზის წევრთა რეგისტრაციას ახდენს საკრებულოს აპარატი. დარბაზის წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების დღიდან. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ტერიტორიაზე მოქმედ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიმართოს საკრებულოს აპარატს საზოგადოებრივი დარბაზის წევრად მისი რეგისტრაციის შესახებ. დარბაზის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება შეზღუდული იყოს.
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და წარადგინოს წერილობითი რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავისი მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ანგარიშები;
ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
თ) დააყენოს საკრებულოს წინაშე საზოგადოებრივი დარბაზის დებულებაში ცვლილებების ან/ და დამატებების შეტანის საკითხი;
ი) განახორციელოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს დარბაზის მუშაობაში;
ბ) საკუთარი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მეშვეობით განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს დარბაზის შემადგენლობიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე;
დ) განახორციელოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. დარბაზის წევრი იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს დარბაზის სხდომაზე საკუთარის წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დასწრება და მონაწილეობა მიიღოს დარბაზის მუშაობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას დარბაზის მუშაობაში, ასეთ იურიდიულ პირს, დარბაზის გადაწყვეტილებით, შეუწყდება დარბაზის წევრობა.
2. დარბაზის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საზოგადოებრივ დარბაზის წევრად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრის ინიციატივით, წინადადების საკრებულოს აპარატში შეტანიდან 10 დღის ვადაში.
3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას ხელმძღვანელობს და წარმართავს საკრე-ბულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. დარბაზის სხდომის დღის წესრიგს ადგენს დარბაზის სხდომის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დარბაზი წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წეს-რიგის შესახებ. დარბაზის წევრთა წინადადებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს დარბაზი საერთო წესით.
5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა სპეციალური დღის წესრიგით.
6. დარბაზის წევრებს სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოს დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დრო და სავარაუდო დღის წესრიგი, ინფორმაცია დარბაზის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით ადრე ქვეყნდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. დარბაზის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3. დარბაზის წევრად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს კენჭისყრისას აქვს ერთი ხმა.
4. დარბაზი განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
2. საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება დარბაზის წევრად რეგისტრირებული იურიდიული პირების ნახევარის წარმომა-დგენელი (წარმომადგენლები) მაინც.
3. დარბაზის სხდომას, როგორც წესი, ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და მერი, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მერის მოადგილე).
4. დარბაზის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც დარბაზის წევრებს, ასევე დარბაზის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს, დარბაზის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
5. დარბაზის წევრს, რომელიც არ ეთანხმება დარბაზის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს დარბაზის სხდომის ოქმში და საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად მისი წარმომადგენლის გამოსვლა. დარბაზის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომაზე დარბაზის რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების გამოსატანად, დარბაზის გადაწყვეტილებით, ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი.
7. დარბაზის მოხსენებები (რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები) საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. მოხსენებაში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე დარბაზის დასკვნა და ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია.
2. ოქმში უნდა აისახოს:
ა) დარბაზის სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;
ბ) ოქმის რიგითი ნომერი;
გ) სხდომაზე დამსწრე დარბაზის წევრთა, მათი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა;
დ) დარბაზის სხდომის დღის წესრიგის საკითხები;
ე) ყველა წამოყენებული წინადადება (საკითხი), რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;
ვ) კენჭისყრის შედეგები;
ზ) მიღებული გადაწყვეტილებები.
3. დარბაზის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში).
4. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში.
5. დარბაზის სხდომის ოქმს, ხელმოწერის შემდეგ, აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. დარბაზის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საზოგადოებრივი დარბაზის სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი.