სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2014
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.168.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2014 წლის 22 ოქტომბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ოდენობა 1 კვ/მ -ზე 1 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
1.
სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე.
3.
პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №3 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შესახებ“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი