საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2025 წლის 30 მაისი ქ. საგარეჯო |
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი (მესაკუთრე) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
1.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის შეადგენს:
ა) ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლებისათვის 1(ერთი) ლარს;
ბ) კომერციული ობიექტისთვის საკურორტო ზონაში 3 (სამი) ლარს.
2. ისეთი შენონა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისთვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარი,
ბ) III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარი,
გ) IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარი.
3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 (ერთი) გრძივ მეტრზე შეადგენს 1 ლარს.
1. მოსაკრებელი ჩაირიცხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის შეტანით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური.
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
2. მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გამცემი არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი. ნებართვა გაიცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შედგენილი სანებართვო მოწმობის ფორმით.
1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.