დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2024 წლის 26 ივნისი ქ. დმანისი |
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი.
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №60 დადგენილება.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში და პირობებით სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობაზე, კერძოდ:
ა) შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ახალ მშენებლობაზე;
ა) რეკონსტრუქციაზე;
ბ) დემონტაჟზე;
გ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟ\განთავსებაზე.
1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობა.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ან/და მშენებლობის განმახორციელებელი ფიზიკური/იურიდიული პირი.
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:
ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის:
ა.ა) ქალაქ დმანისის ტერიტორიაზე – 2,0 ლარი;
ა.ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე – 1,0 ლარი;
ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3,0 ლარი;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 3,0 ლარი;
გ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის – 0,50 ლარი.
2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) II კლასის ობიექტისათვის – 50 ლარი;
ბ) III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარი;
გ) IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარი.
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
2. მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
1. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრებში) მოსაკრებლის განაკვეთზე გადამრავლებით.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადაიხდევინება წინასწარ.
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილებას ამზადებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილება, ხოლო ნებართვა გაიცემა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“?
- „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ მიღებულია 26.06.2024. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.156.016526.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“, №19, 26.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016526 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6206007/