📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ლეჩხუმელისა “ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2014
ძალის დაკარგვა 09.07.2021
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 842 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.10.2014 მიღება
09.07.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარი ყურაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ლეჩხუმელისა “ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 2014 წლის 24 ოქტომბერი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“  ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის  ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ცაგერის საპატიო ლეჩხუმელის“ წოდების მინიჭების წესი დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ცაგერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge 30/04/2013წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016136) მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი დანართი №1 ,,საპატიო ლეჩხუმელისა “ და  ,,ცაგერის  საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ,,საპატიო ლეჩხუმელისა”  და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“  წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივი-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 2. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“   წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლეჩხუმისათვის წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის. 3. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდება დასტურია ცაგერის  მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარების. 4. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში. 5. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუხლი 2🔗. ,,საპატიო ლეჩხუმელისა” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“   წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება 1. ,,საპატიო ლეჩხუმელის” და ,, ცაგერის საპატიო მოქალაქის“   წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ: ა)საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს, ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს, გ)  მოქალაქეთა ჯგუფს.  2. ,,საპატიო ლეჩხუმელისა ” და „ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება. ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები. გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები  (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დ)  შუამდგომლობა თან უნდა ერთვოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა. მუხლი 3🔗. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომისია 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიაში ,,საპატიო ლეჩხუმელის“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ. მუხლი 4🔗. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიაში კანდიდატურების განხილვა 1.  ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია: ა) შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღირსებისა, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს. ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა  ხელმძღვანელებისაგან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად. გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად. მუხლი 5🔗. ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“   წოდების მინიჭება 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია განიხილავს წამოყენებულ კანდიდატთა რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებებს წარმოდგენილ კანდიდატურებზე ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“   წოდების მინიჭების შესახებ. 2. ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“      წოდების მოწმობისა და მედლების გაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. ცერემონიალს ესწრებიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები, ჟურნალისტები, გამოჩენილი ადამიანები, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, საპატიო წოდების მქონე ოჯახების წევრები და უახლოესი მეგობრები.  3,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“   წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად, შეიძლება გადაცემული იქნას  ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო დადგენილი წესის შესაბამისად. 4. საპატიო წოდება შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუხლი 6🔗. ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“      წოდების მქონე პირის უფლებები 1. საპატიო ლეჩხუმელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავათ ცაგერის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყვალა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. საპატიო ლეჩხუმელს აქვს სრული უფლებამოსილება: ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ან დამოუკიდებლად შექმნან   საზოგადოებრივი ორგანოები რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური  და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტებს. ბ) მონაწილეობა მიიღონ საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში. გ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა  პროექტის შემუშავებაში. დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის  თაობაზე, მისცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და მიცემული რეკომენდაციები. 3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუალური წახალისება მუხლი 7🔗. ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“   წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ,,საპატიო ლეჩხუმელისა“ და ,,ცაგერის საპატიო მოქალაქის“    წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.